კომპანია „ეი ბი ემ“ (ABM) ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საიმედო კომპანიაა, რომელიც 2011 წლიდან, მსოფლიოში წამყვანი ამერიკული კომპანიის - Thermo Fisher Scientific - ის წარმომადგენელია საქართველოს ლაბორატორიული ტექნიკის, კვლევითი და სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმინაობაა თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტიკის და კვლევითი ლაბორატორიული ტექნოლოგიების დანერგვა, ჩვენი ქვეყნის ლაბორატორიებისთვის სისტემური შეთავაზებების მომზადება და მათი აღჭურვა სპეციალიზებული ლაბორატორიული მოწყობილობით, ავეჯით, ჭურჭლით, აქსესუარებით, რეაგენტებით და სახარჯი მასალით.      

რას მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით?

  • უფასო კონსულტაცია პროდუქტ-სპეციალისტებისა და სერტიფიცირებული ინჟინერისგან
  • ლაბორატორიის დაპროექტება ბიოუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების თანახმად
  • ლაბორატორიის პერსონალის მომზადება დამკვეთისა და ჩვენი სასწავლო ცენტრის ბაზაზე
  • პროფესიონალური დახმარება
  • საინფორმაციო მართვის სისტემების დანერგვა
  • აპარატურის ინსტალაცია, კალიბრაცია, შეკეთება
  • საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურება 

ჩვენ მიერ წარმატებით შესრულებულ პროექტებს შორის შეგიძლიათ იხილოთ:

  • მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია "ალელი"
  • "გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია"
  • სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - დნმ-ლაბორატორია
  • სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია - მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია
  • კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი - ონკოგენეტიკური ლაბორატორია
  • მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • კლინიკა ჰეპა - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • იაშვილის სახელობის კლინიკა - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • ნიუ ჰოსპიტალსი - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია - ახალი თაობის სექვენირების და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • ავერსის კლინიკა - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრი - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • გუდლაბი - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია - სექვენირებისა და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სექვენირებისა და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია
  • სამედიცინო კორპორაცია ევექსი - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია, ტრანსპლანტოლოგია (HLA - ტიპირება Luminex ტექნოლოგიით)
  • რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" - ციტომეტრია, მიკროსკოპია
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია, მიკროსკოპია (FISH)